Wednesday, October 5, 2011

ვორქშოფი - ,,ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის" შექმნაში მონაწილეობის მიღება




‎"მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI)" მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის - ,,სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების" ფარგლებში 6 ოქტომბერს (ხუთშაბათს) 19:00 სთ-ზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 9, ვაკის რაიონი, ლოკომოტივის სტადიონის პირდაპირ) იგეგმება ვორქშოფი - კონსულტაცია ახალგაზრდებთან სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე.
ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიa 15-დან 26 წლამდე ასაკის ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითეული სტუდენტის ხმა/აზრი,

სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტური ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" წევრებმა და მოხალისეებმა სპეციალური შემოთავაზება მიიღეს, რომ აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნაში.

თუკი აცნობიერებ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი თითეული ახალგაზრდისთვის იქმნება,

თუკი თვლი, რომ ხარ აქტიური მოაქალაქე,

მოდი ,,ვორქშოფზე" და გამოხატე შენი აზრი.

ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ მონაწილეობის სურვილი დაადასტუროთ შემდეგ მისამართზე ელ-ფოსტის გაგზავნით: ICPI.Georgia@gmail.com არაუგვიანეს 5 ოქტომბრის 24:00 სთ-სა.