საინტერესო პუბლიკაციები

ამ განყოფილებაში ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ სხვადასხვა საინტერესო წიგნები, პუბლიკაციები, გამოცემები. 





დასავლური პარადიგმის ფარგლებში აფხაზეთის
„იზოლაცია/დეიზოლაციის“ საკითხი
,,თბილისის ლიბერალური აკადემია" - ქეთევან ციხელაშვილი
http://www.ei-lat.ge/images/stories/Isolation_Deisolation_of_Abkhazia_in_Western_ParadigmGEO.pdf




როგორ მოვიძიოთ დაფინანსება - 
გზამკვლევი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის
,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია"
http://economists.ge/photos_publ/03_09/5.pdf






http://www.coe.int/t/dg4/youth/Source/Resources/Publications/Have_your_say_en.pdf




საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის მექანიზმები
,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"

http://osgf.ge/files/publications/2011/CSO_Financial_Sustainability_Mechanisms.pdf





     დეილ ბრეკენრიჯ კარნეგ დაიბადა 1888 წელს ღარიბი ფერმერის ოჯახში.თავდაპირველად იძულებული იყო ემუშავა გაყიდვების სფეროში. მოგვიანებით სამსახიობო კარიერაში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ გადაწყვიტა ორატორობის-საჯარო მეტყველების გაკვეთილები ჩაეტარებინა. დაარსებიდან 2 წლის შემდეგ ეს სკოლა კარნეგის თითქმის 500 დოლარის (დღევანდელი გათვლებით დაახლოებით 10000 დოლარის) ყოველკვირეულ შემოსავალს აძლევდა. 
        დეილ კარნეგის ნაშრომებს შორისაა ”საჯარო მეტყველება - პრაქტიკული კურსი ბიზნესმენთათვის”, ”როგორ შევწყვიტოთ წუხილი და დავიწყოთ ცხოვრება”, ასევე აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია ”უცნობი ლინკოლნი”. დეილ კარნეგის ყველაზე ცნობილი წიგნი ”როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე” ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში 31 ენაზე 5 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.


დეილ კარნეგი ” როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე”
 დეილ კარნეგი( ქართული)


                                                       
 Dale Carnegie's Golden Book
დეილ კარნეგის ფილოსოფია სულ 6 გვერდში























     სტეფან რ.კოუვი დაიბადა 1932 წელს აშშ-ში, იუტას შტატში. დაამთავრა იუტას უნივერსიტეტი, მოგვიანებით მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი(MBA) ჰარვარდის უნივერსიტეტში. სტეფან რ. კოუვის წიგნები არის ლიდერობაზე, ეფექტურ მენეჯმენტზე, აუტოტრენინგის გზით წარმატების მიღწევაზე. მის ყველაზე ცნობილ ნაშრომებად ითვლება : "ჯერ უმნიშვნელოვანესი"(First Things First), "პრინციპებზე ორიენტირებული ლიდერობა"(Principle-Centered Leadership), "ყველაზე წარმატებული ადამიანების 7 თვისება”(The 7 Habits of Highly Effective People) და ”ყველაზე წარმატებული ოჯახების შვიდი თვისება”(The 7 Habits of Highly Effective Families). მისი წიგნები თარგმნილია 38 ენაზე და მთლიანი გაყიდვები დაახლოებით 20 მლნ. ეგზემპლარს შეადგენს. მხოლოდ მისი ბოლო წიგნი ”მე-8 თვისება”("The 8th Habit: From Effectiveness to Greatness"), რომელიც 2004 წელს გამოვიდა, უკვე 400 000 ეგზამპლარადაა გაყიდული.
     წიგნი, რომელსაც ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ - "ყველაზე წარმატებული ადამიანების 7 თვისება- ქმედითი გაკვვეთილები პიროვნული ცვლილებებისათვის”(The 7 Habits of Highly Effective People: Powerful Lessons in Personal Change) ბიზნეს ჟურნალ Forbes-ის მიერ დასახელებულ იქნა, როგორც ყველა დროის ყველაზე გავლენიანი წიგნი ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში.Chief Executive Magazine-მა ის დაასახელა  მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი წიგნად ბიზნესის დარგში, ხოლო ამ წიგნის აუდიო ვერსია აღიარებულია, როგორც ყველაზე გაყიდვადი არამხატვრული აუდიო-წიგნი ისტორიაში.სამწუხაროდ ჩვენ გთავაზობთ ამ წიგნის ინგლისურ ვერსიას, რამდენადაც მგონი ქართულად არცაა ნათარგმნი. იმედია, მოგეწონებათ:)



 Stephen R. Covey   " The 7 Habits Of Highly Effective People"























         უორენ ბენისი, ცნობილი ამერიკელი მეცნიერი მენეჯმენტის დარგში მიჩნეულია თანამედროვე ლიდერობის ფილოსოფიის ფუძემდებლად. ის დაიბადა 1925 წელს ნიუ ჯერსიში. დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ მოღვაწეობდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტი, ჰარვარდი, ბოსტონი, IMD, INSEAD და სხვები. არის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ლიდერობის სკოლის დამფუძნებელი.
        უორენ ბენისის ავტორობით გამოიცა 27 წიგნი, მათ შორის ყველაზე პოპულარულები ”ლიდერები”(Leaders) და ”როგორ გავხდეთ ლიდერი”(On Becoming A Leader) 21 ენაზეა ნათარგმნი. ”გამოგონილი ცხოვრება”(An Invented Life) ნომინირებულ იყო პულიცერის პრემიაზე. უორენ ბენისი 1993 წელს Wall Street Journal-ის მიერ დასახელებულ იქნა მენეჯმენტის დარგში 10 საუკეთესო მოაზროვნეს შორის, 1996 წელს ჟურნალმა Forbes-მა მას ”ლიდერობის დეკანი” უწოდა, ხოლო 2000 წელს Financial Times მასზე წერდა: ესაა პროფესორი, რომელმაც ლიდერობა მეცნიერების რესპექტაბელურ დარგად აქციაო. 2008 წელს უორენ ბენისი Leadership Gurus survey-ის მიხედვით დასახელდა ლიდერობის 30 წამყვან პროფესიონალ-გურუს შორის. ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ უორენ ბენისის ბესტსელერის ”როგორ გავხდეთ ლიდერი”- მოკლედ კონპექტს ე.წ. summary-ს.

 Warren Bennis " On Becoming A Leader" Summary