,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ წევრმა ირაკლი გიორბელიძემ მონაწილეობა მიიღო ერთ დღიან ტრენინგზე ფონდების მოძიების შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა დოქტორი ლილია ვაგნერი, რომელიც ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ.
ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ფონდების მოძიების სხვადასხვა შესაძლებლობაზე, ორგანიზაციის მდგრად განვითარებასა და გუნდის მართვაზე სხვადასხვა დონორ ინსტიტუტებთან საურთიერთოდ. ფასილიტატორის მხრიდან საუბარი იყო როგორც თეორიული ცოდნის აუცილებლობაზე ფონდების მოძიების შესახებ, ასევე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე.
ირაკლი გიორბელიძე მიღებულ გამოცდილებას გუნდის წევრებს უახლოეს დღეებში გაუზიარებს. კლუბის წევრები ელ-ფოსტაზე მიიღებენ შეტყობინებას ვორქშოფის შესახებ - ,,ახალგაზრდული ორგანიზაციის ფონდების მოძიების სტრატეგიები".