Friday, September 23, 2011

24 სექტემბერი - დღე წიაღისეულის გარეშე





სტუდენტური ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" წევრები და მოხალისეები 24 სექტემბერს (შაბათს) 2 საათზე გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით (დღე წიაღისეულის გარეშე) შეხვედრას გამართავენ გარემოს დაცვის ექსპერტთან, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. შეხვედრის ადგილი გახლავთ რუსთაველის მეტრო, საიდანაც კლუბის წარმომადგენლები გაემართებიან რუსთაველის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში. სადაც, მყუდრო გარემოში, მოხდება ანალიზი იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება გარემოს დაცვის კუთხით. ასევე ექსპერტი გაამახვილებს ყურადღებას იმ შესაძლებლო პროექტებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს არასამთავრობო სექტორის (,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის") მხიდან, რათა რეალურად მოხდეს საზოგადოების დაფიქრება იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.