12-14 სექტემბერი, თბილისი
ტრენინგს უძღვებოდა ჩეხეთიდან მოწვეული ტრენერი - პეტრ ვოჟტეკი, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას, უფრო კონკრეტულად მოხალისეობის ცენტრს, სახელწოდებით - “Okamzik”, რომელიც წელიწადში ასობით მოხალისეს იღებს და ასაქმებს.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩა 10 ორგანიზაციის თითო წარმომადგენელი. მათ შორის “ ახალგაზრდა ლიდერთა კლუბიდან” , ჩვენს ორგანიზაციას PR მენეჯერი, მარი ჯანანაშვილი წარმოადგენდა. იგი გეგმავს, რომ ამ სამი დღის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბში“ განახორციელოს, რაც ორგანიზაციის მუშაობას უფრო ეფექტურსა და შედეგიანს გახდის.