Tuesday, May 24, 2011

„ისარგებლე ველოსიპედით“

პირველად საქართველოში!!!...



20 მაისს - სამსახურში ველოსიპედით მისვლის დღესსტუდენტური ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის თანაორგანიზებით  თბილისში მოეწყო გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ველოსიპედის, გამოყენების პოპულარიზაციას და თბილისში ველო-ბილიკების გაკეთების ხელშეწყობას.



ღონისძიება მოიცავდა ორ ძირითად ეტაპს: აქცია დაიწყო 20 მაისს საკრებულოს წინ, სადაც შეიკრიბნენ პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტები,  რის შემდეგაც  მოეწყო მსვლელობამზიურისმიმართულებით. მსვლელობას შეუერთდა და უძღვებოდა გინესის რეკორდსმენი, ბატონი ჯუმბერ ლეჟავა.


ღონისძიება გაგრძელდამზიურში“, სადაც მოეწყო ფოტოგამოფენა და გაიმართა მუსიკალური კონცერტი ჯგუფიურსასადა თსუ- მომღერალ გოგონათა გუნდის მონაწილეობით.  დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს ბატონმა გოგა ხაჩიძემ და ჯუმბერ ლეჟავამ.


ღონისძიების სპონსორი-კომპანია "ბილაინი", მხარდამჭერი-გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.