ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეები უკეთ გარკვეულიყვნენ თუ რას მოიცავს ეკონომიკა და რა ტრანსფორმაცია განიცადა ეკონომიკურმა წყობებმა. საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების მაგალითზე განხილულ იქნა ზოგადად ბაზრის სტრუქტურა და საბაზრო კონკურენციის სახეები.
ტრენინგის მეორე ნახევარში ჩატარდა ბაზრის სიმულაცია, რაც დაეხმარა მონაწილეებს პრაქტიკული ,,გამოცდილებით’’ გაეგოთ ადამ სმიტის ,,უხილავი ხელის’’ არსი და როგორ მოქმედებს იგი ბაზარზე. სიმულაციაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც თანამედროვე ელექტრონული წიგნებით დაჯილდოვდნენ.