2011 წლის 1 მაისს „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა“ გახსნა დაგეგმილი ტრენინგების ციკლი. პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ მოხალისეებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს „სტაჟირება 2011“ -ს შესარჩევი ტურები.
პირველი ტრენინგის თემა იყო „ლიდერობა და ლიდერის თვისებები“, რომელიც მრავალი საინტერესო თემატური თამაშისაგან და პრეზენტაციისაგან შესდგებოდა.
ტრენერები იყვნენ, „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ PR მენეჯერი - მარი ჯანანაშვილი და ამავე ორგანიზაციის წევრი ანრი ჭელიშვილი.