7 მაისს ახალგაზრდული ეკო-კონფერენციის მეორე ეტაპის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერთა კლუბში მოეწყო კინოჩვენება და შემდეგ ფილმის ანალიზის საფუძველზე ჯგუფური დისკუსია-განხილვა.
”ეკო-ვორქშოფი”-ს მთავარი მიზანი იყო მონაწილეებს დაენახათ და გაეანალიზებინათ მსოფლიოში არსებული ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც ნათლად არის ნაჩვენები ფილმში ”სახლი”და დაეწყოთ მათ მოგვარებაზე ფიქრი. ფილმის ჩვენების შემდეგ მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად და განხილვის საფუძველზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკოლოგიის, გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების კუთხით არსებულ პრობლემებზე.
”ეკო-ვორქშოფ”-ი მოაწყვეს და ამ გზით გაუზიარეს ეკო-კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება ორგანიზაციის სხვა წევრებს მონაწილეებმა ია გოცაძემ და მარი ჯანანაშვილმა.