Sunday, May 1, 2011

22 აპრილი - დედამიწის დღე


22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღნიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწო¬დებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-ამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს მონაწილეობას.


ამ დღესთან დაკავშირებით  სტუდენტური ორგანიზაციაახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“, არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს მწვანეთა მოძრაობადამწვნე კლუბისორგანიზებით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებანი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით პრობლემებსა და მათი აქტიური ჩართულობის წახალისება არსებული პრობლემების მოგვარებაში.

ღონისძიების ფარგლებში  ფილარმონიასთან 50-მდე სტუდენტმა სიმბოლურად დედამიწა გამოსახა. 


პარალელურად, მონაწილეებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები, რომელიც მოიცავდა რეკომენდაციებს გარემოსდაცვის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ.აქციაში მონაწილეობა მიიღეს ,,მომავლის სახლის" აღსაზრდელებმა. იმავე დღეს ღონისძიება სოფელ შავშებში გაგრძელდა, სადაც აქციის მონაწილეებმა 100 ნერგი ხე დარგეს და სიმბოლურადდედამიწის სკვერიგამოსახეს დევნილი ბავშვების სკოლის ეზოში.

აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა მედიის მიერდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: