22 აპრილს, პარასკევს, 11 საათზე „დედამიწის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით იმართება აქცია-მსვლელობა არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“, „მწვანე კლუბი“, სტუდენტური ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ და „ეკოკლუბი“.
შეკრება მოხდება ფილარმონიასთან და პარლამენტის შენობის წინ დასრულდება. აქციის განმავლობაში მოხდება სხვადასხვასახის საჩუქრების დარიგება და სახეების მოხატვა. აქციის ძირითადი მიზანია საზოგადოების აქტიურად ჩართვა გარემოს დაცვით საკითხებში. თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი უნდა შევიტანოთ დედამიწის პრობლემების გადაწყვეტაში. აქციის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა სფეროდან წარმომადგენელი სტუმრები, ძირითადად შოუ ბიზნესის ცნობილი სახეები. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ აქციის მრავალფეროვნებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აქციაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
გთხოვთ, ყველას შემოგვიერთდეთ.
საკონტაქტო პირი:
თამარ ცერცვაძე
ტელ: 855 947216