სტუდენტური ორგანიზაცია “ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი” მართავს საინფორმაციო კვირეულს ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.
კვირეული გაიხსნება 7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო დღეს.
14 აპრილს, კვირეულის დასასრულს იგეგმება აქცია “გავიღოთ სისხლი ჯანმრთელობისთვის”.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ტიპის ღონისძიებები:
• საჯარო ლექციები
•პრეზენტაციები და განხილვები მრგვალ მაგიდასთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
პრეზენტაციებს წარადგენენ მოწვეული სტუდენტები თსუ-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, პრეზენტაციებს მოყვება განხილვები და დისკუსიები. იქნება სახალისო თამაშები და ვიდეოები.
დასწრება თავისუფალია, სასურველია მსურველებმა, წინასწარ შეგვატყობინოთ რომელ შეხვედრაზე (შეხვედრებზე) გსურთ დასწრება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ylc_vivian@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
ტელ: 898 500 555 – ია გოცაძე
857 201 049 – ვივიან ახვერდოვი
კვირეული იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ,,დონორთა კლუბის” და ასევე ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის” მხარდაჭერით.
ღონისძიებების განრიგი
7 აპრილი 13:00 – საჯარო ლექცია; თსუ, II კორპ. აზერბაიჯანის აუდიტ. #258
სისხლის დონაცია
8 აპრილი 14:00 - პრეზენტაციები და განხილვები მრგავალ მაგიდასთან; თსუ, II კორპ. აზერბაიჯანის აუდიტ. #258
• უძილობა: სტუდენტების პრობლემა
• ჯანმრთელობითი ქცევა - პრევენციული მედია
11 აპრილი 14:00 - პრეზენტაციები და განხილვები მრგავალ მაგიდასთან; თსუ, II კორპ. აზერბაიჯანის აუდიტ. #258
•ჭარბი წონა-XXI საუკუნის პრობლემა
•საკვები დანამატები
12 აპრილი 14:00 - პრეზენტაციები და განხილვები მრგავალ მაგიდასთან – თსუ, II კორპ. აზერბაიჯანის აუდიტ. #258
•ჯანსაღი ღიმილი
•სექსუალური აღზრდა მოზარდებში
13 აპრილი 14:00 პრეზენტაციები და განხილვები მრგავალ მაგიდასთან – თსუ, მაღლივი კორპუსი
• სქესობრივად გადამდები ინფექციური დაავადებები
•მავნე ჩვევები
14 აპრილი 13:00 - საჯარო ლექცია თსუ, II კორპ., აზერბაიჯანის აუდიტ. #258
• თვალის პრობლემები ახალგაზრდებში
მოწვეული ოფთალმოლოგი ისაუბრებს სტუდენტებში გავრცელებულ თვალის პრობლემებზე და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს
14 აპრილს, კვირეულის დასასრულს იგეგმება აქცია
“გავიღოთ სისხლი ჯანმრთელობისთვის”