სტუდენტური ორგანიზაცია “ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ სიამოვნებით უერთდება 2011 წლის 27 მარტს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციას, რომელიც წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს დასუფთავების, გასართობ და შემეცნებითი ხასიათის მქონე აქციას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ორგანიზაციებიდან.
აქციის მიზანია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, სტუდენტებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების გაერთიანება ამ მიზნის მისაღწევად. დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ მოხალისეები, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.