სტუდენტური ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” მისიაა სტუდენტების აქტიური ჩართვა ეკონომიკურ, სოციალურ პროცესებში. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩაერთოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში, ჩამოუყალიბდეთ მათ ანალიტიკური და კვლევითი უნარები.
2011 წლის 1 აპრილიდან ორგანიზაცია იწვევს მოხალისეებს, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგი სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, რის შემდეგაც ყველაზე აქტიური და ლიდერული თვისების მქონე სტაჟიორები ჩაერთვებიან YLC-ის სხვადასხვა პროექტში.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და 2011 წლის 20 მარტამდე გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : internship_ylc@yahoo.com
კანდიდატთა აპლიკაციების განხილვის შემდეგ, სტაჟიორთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
პროექტთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
მარი ჯანანაშვილი – პროექტის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: m.jananashvili_ylc@yahoo.com
ტელეფონი : 858 51 51 81
თამარ ცერცვაძე – ვიცე-პრეზიდენტი
ელ-ფოსტა: tamar_ylc@yahoo.com
ტელეფონი: 855 94 72 16