Friday, July 1, 2011

ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებათა განათლება ახალგაზრდებში ტრეფიკინგის პრევენციისათვის"

ასამთავრობო ორგანიზაცია „დრონისა“ და საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია IOM-ის (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბაკურიანში გაიმართა ტრეფიკინგის პრევენციისადმი მიძღვნილი 5 დღიანი ტრენინგი. მონაწილეები სხვადსახვა არასამთავრობო/ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან შეირჩნენ. ტრენინგის მიზანი ტრეფიკინგის პრევენცია ახალგაზრდებში და თანასწორგანმანათლებელთა წახალისება იყო. 



სესიები საკმაოდ დატვირტული გრაფიკით მიმდინარეობდა.

„მთავარია გვახსოვდეს რომ მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი და ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით, რათა არ აღმოვჩნდეთ მოტყუებულნი...“



მონაწილეებმა ტრეფიკინგს შეხედეს ყველა ჭრილში. რაც ორგანიზატორებმა მოახერხეს ფილმის ჩვენების, დისკუსია-კამათის, დინამიური სესიებისა და იმიტირებული პროცესების წყალობით. 



მოწვეული ექსპერტები: ნათია ხარატი, გიორგი ლაითაძემ, ქეთი ჭელიძე, გიორგი მიქავა არ იშურებდნენ დროსა და ენერგიას, რათა ეპასუხათ თითოეული მონაწილის შეკითხვაზე ამომწურავად.

მნიშვნელოვანი და ყველასთვის საინტერსეო აღმოჩნდა კონკრეტული შემთხვევები და სტატისტიკა. ნათია ხარატმა თავისი ორგანიზაციის („თანადგომა“) გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს.



ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ტრეფიკინგის დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად. 



კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში კი გიორგი ლაითაძემ და გიორგი მიქავამ გაარკვიეს მონაწილეები. მათი მეთოდები ეფექტური აღმოჩნდა. რომელიც წარმატებით აისახა იმიტირებულ პროცესში.

საბოლოოდ მონაწილეებმა მოიფიქრეს 20-მდე ვიდეო კლიპის სცენარის იდეა, რომელიც ეხებოდა ტრეფიკინგის პრევენციას საქართველოში, მათგან აირჩა საუკეთესო 2, რომელიც 1 დღეში გადაიღო ჯგუფმა და უახლოეს დღეებში იხილავთ დამონტაჟებულს...



აღნიშნულ ტრენინგს სტუდენტური ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვივიან ახვერდოვი და ორგანიზაციის ორი მოხალისე: ირაკლი ჯღარკავა და ხატია ერგემლიძე ესწრებოდნენ.