Monday, June 20, 2011


დღეს, 20 ივნისს 16:00 სთ-ზე, მაღლივ კორპუსში, სტუდენტური ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბისა” და სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ,,ვორქშოფში” ,,ლიდერობა და გუნდური მუშაობა” მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერთიფიკატები. 

პროექტის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თვითმმართველობის წევრი გიორგი მუშკუდიანი და ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” წარმომადგენელი და ,,ვორქშოფის” ერთ-ერთი თანაორგანიზატორი გვანცა პირველი.  

სერთიფიკატების გადაცემას დაესწრნენ, როგორც თვითმმართველობის ასევე სტუდენტური ორგანიზაციის წევრები, მათ შორის ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი გიორბელიძე.