28 ივლისი - ჰეპატიტების საერთაშორისო დღე
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „კოალიცია - ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში“, „ფონდი ღია საქოგადოება საქართველოს“ და „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ მხარდაჭერით 28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
კამპანიის მიზანი იყო C ჰეპატიტის საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა
დღის განმავლობაში დაგეგმილ მრგვალ მაგიდას, ქუჩის აქციასა და სხვა ღონისძიებებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” (YLC) მოხალისეებიც შეუერთდნენ.
პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართა 28 ივლისს 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ .ნაჩვენები იქნა C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების ვიდეო ისტორიები; გაკეთდა მიმოხილვა C ჰეპატიტის ეპიდსიტუაციაზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს ვალდებულებებზე ამ პრობლემასთან მიმართებაში. წარმოდგენილი იქნა პეტიცია, რომელიც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გადაეცა ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცეველს.
ხელმოწერები შეგროვდა ქუჩის აქციის დროს, რომელიც მეტრო „რუსთაველთან“ 13:00 დაიწყო და რუსთაველის გამზირის, ლესელიძის და ერეკლე მე-2-ის წუჩების გავლით რიყის პარკში გადაინაცვლა. 17:00 საათზე რიყეზე მოიხატა მოძრავი კედლები და გაუშვეს კამპანიის ფერის ბუშტები.
კამპანია მიმდინარეობდა ქვეყნის მასშტაბით. ქ. გორში და ზუგდიდში გაიმართა მრგვალი მაგიდები. ხოლო ქ. ბათუმში – ქუჩის აქცია.