Tuesday, May 17, 2011

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კარს უხსნის ჯანდაცვის აქტუალური საკითხებით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს !

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კარს უხსნის     ჯანდაცვის     აქტუალური საკითხებით დაინტერესებულ ყველა   სტუდენტს !



16 დან 20 მაისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და სტუდენტური ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” ინიციატივით ტარდება საინფორმაციო კვირეული ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე.

პროექტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების, კერძოდ კი სტუდენტების, ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას. ასევე აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტების ჩართვას დისკუსიებსა და განხილვებში, რაც ხელს შეუწყობს პრობლემაზე ორიენტაციას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება ”მრგვალი მაგიდები” მხოლოდ სტუდენტებისთვის, თსუ-ს და თსსუ-ს სამედიცინო ფაკლუტეტის სტუდენტები გაუზიარებენ გამცდილებას და დაგვროვილ ცოდნას არასამედიცინო განათლების მქონე სტუდენტებს.


არაფორმალურ გარემოში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები წარადგენენ პრეზენტაციებს ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე, რაც დაგეხმარებათ მიიღოთ ახალი ცოდნა და განიმყაროთ არსებული. პრეზენტაციებს მოყვება განხილვები და დისკუსია ”მრგვალ მაგიდასთან”. შემოგთავაზებთ სახალისო თამაშებსა და ვიდეოებს.



ვიწვევთ ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს, ალბათ დამეთანხმებით,  რომ ყველა სპეციალობის ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე !




პრეზენტაციები და განხილვები მრგვალ მაგიდასთან
სამუშაო თემების ჩამონათვალი და განრიგი:


16 მაისი:  15:00 - აკლოჰოლოზმი
                  16:00 -  “Lucy in the sky with diamonds” - ყველაფერი LSD-ს შესახებ
                  17:00 - ჯანმრთელობითი ქცევა - პრევენციული მედია

17 მაისი: 15:00 - სექსუალური გადახრები
                  16:00 - აბორტი

18 მაისი: 15:00 - სექსუალური აღზრდა მოზარდებში
                 16:00 - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები
                                             
19 მაისი: 15:00 - ჭარბი წონა-XXI საუკუნის პრობლემა
                 16:00 - საკვები დანამატები

20 მაისი: 15:00 - ჯანსაღი ღიმილი
                  16:00 - უძილობა: სტუდენტების პრობლემა


მრგვალი მაგიდები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 1-ლი კორპუსი; მე-4 სართული; პრევენციული მედიცინის კათედრა; სალექციო აუდიტორია.


                           დასწრება თავისუფალია ! გელით ყველას !



საკონტაქტო პირები:

ია გოცაძე (ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი) (თსუ)
ტელ: 8 98 500 555
Email: ia.gotsadze@gmail.com


ვივიან ახვერდოვი (ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი) (თსუ)
ტელ: 857 20 10 49
Email: vivi1ann@yahoo.com


ანა ჟულინა (სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება) (თსსუ)
ტელ: 898 12 88 40
Email: zhulina.anna@gmail.com