ტრეინინგების ციკლის პირველი თემა იყო ადამიანის უფლებები, რომელიც სამი ტრენინგ-სემინარისგან შედგებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც მონაწილეები გაეცნენ კონვენციის ძირითად მუხლებს და იმსჯელებს მათი დაცვის მექანიზმებზე საქართველოში. შემდეგი თემა იყო გენდერული თანასწორუფლებიანობა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ეკამათათ ამ თემის გარშემო, მიეღოთ როლურ თამაშში მონაწილეობა და შეეფასებინათ საქართველოში არსებული მდგომარეობა. ადამიანის უფლებების ბოლო თემა ეძღვნებოდა სტერეოტიპებს და დისკრიმინაციას. ამ ტრენინგზე მონაწილეებმა თეორიული ნაწილის გარდა პრაქტიკული მეთოდებით შეძლეს გაეგოთ რა არის სტერეოტიპი და რატომ ხდება სხვადასხვა სტერეოტიპული შეხედულებების გამო ამა თუ იმ ჯგუფისა თუ პიროვნებების დისკრიმინაცია.
ტრენინგების ციკლის მეორე საფეხური, რომელიც ორი ტრენინგ-სემინარისგან შედგებოდა ეძღვნებოდა ლიდერობის თემას. პირველი ტრენინგის დროს სტუდენტები შეეცადნენ თვითონ ჩამოეყალიბებინათ ლიდერის 10 თვისება და ემსჯელათ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი. მეორე ტრენინგის თემა იყო წარმატების ფორმულა, სადაც, სტუდენტებმა მოისმინეს და განიხილეს სტივ ჯობსის სიტყვა წარმატების ფორმულაზე და ასევე იმსჯელეს წარმატების გასაღებებზე.
ტრეინინგების ბოლო, მესამე საფეხური ეძღვნებოდა თემას პროფესიული განვითარება, რომელიც შედგებოდა 3 ტრენინგ-სემინარისგან. პირველ ტრენინგზე მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ უნდა შეედგინათ მოკლე ავტობიოგრაფია, ე.წ. CV; და როგორ დაეწერათ მოტივაციის წერილი. შემდეგი ტრენინგი ეძღვნებოდა მისიის განაცხადს, სადაც მონაწილეები შეეცადნენ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი მიზნები და გაეწერათ ისინი დროში.
ბოლო, მე-8 ტრენინგი ჩატარდა თემაზე ეფექტური პრეზენტაცია. ტრენინგის მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში იყო 2 მონაწილე, რომელთაც უნდა მოემზადებინათ üპრეზენტაცია მათთვის სასურველ და საინტერესო თემაზე.
ჩვენი გუნდი პირველ რიგში მადლობას უხდის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაწეული დახმარებისათვის, ასევე მოხალისე ტრენერებს, რომლებიც უძღვებოდნენ ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის ტრენინგებს და თავად მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სემინარებში და ვიმედოვნებთ, რომ მათთან თანამშრომლობას მომავალში გავაგრძელებთ.