პროექტი განხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენეტებისთვის. მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს ამავე ფაკულტეტიდან (ეხებათ მხოლოდ ბაკალავრებს). ბიზნეს თამაშის მონაწილეების შერჩევა მოხდება ტესტირებების საფუძველზე. გამარჯვებული 60 სტუდენტი შეისწავლის ბიზნეს თამაშებს, რომლებიც გაიყოფიან 15 გუნდად, ჩატარდება ბიზნეს თამაშების ერთდღიანი სწავლება, ასევე ტრენინგი გუნდური მუშაობის პრინციპებზე.
პროექტის მიზანი არის სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაცია, სტუდენტების ბიზნესის კეთებაში გამოცდილების მიღება და ბიზნეს ხედვის ჩამოყალიბება-გაუმჯობესება.
ბიზნეს თამაში - ეს არის ბიზნესის მოდელირებული ვერსია, რომელიც იძლევა პრაქტიკულ ცოდნას რეალურ ბიზნეს სამყაროს ფუნქციონირებაზე. ეს არის საშუალება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციისა. თამაში მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას და საბაზისო თეორიულ ცოდნას მარკეტინგში, მენეჯმენტში და ფინანსებში.